სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისათვის: ,,წარმატების ხელოვნება“

31 მაისი

31 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სკოლის მოსწავლეებისათვის გაიმართება ტრენინგი თემაზე: ,,წარმატების ხელოვნება“. 

ტრენინგს ჩაატარებს - ლალი ბადრიძე,  ფსიქოთერაპევტი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, (WAPP) - პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის (ვისბადენი, გერმანია) საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრის (IDC) ხელმძღვანელი. 

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნება შემდეგი თემები:

  • წარმატებისა და ბედნიერების მიღწევის ფსიქოტექნოლოგიები;
  • წარმატების შანსის რეალობად ქცევა;
  • პიროვნული თვითშეფასება და განვითარება;
  • პრობლემების სწორი აღქმა და მათი სასარგებლო რესურსად გადაქცევის ხერხები;
  • გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა;
  • ნეგატიური ემოციისგან გათავისუფლება, ნეგატიური ბლოკების მოხსნა, სტრესის მართვა; 
  • საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა, თვითშეფასების ან თვითკმარობის მაღალი დონე.

ტრენინგი ტარდება SEU-ს განათლების ადმინისტრირებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით.

დასაწყისი: 17:00 საათი.

დარეგისტრირდი

Message body empty