სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს პარტნიორი ბუქარესტის ეკონომიკური უნივერსიტეტის პროფესორის ლექციების სერია ფინანსების მიმართულებით 

24 მაისი

24-29 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩვენი და პარტნიორი ბუქარესტის ეკონომიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ლექციების სერია ფინანსების მიმართულებით.

შეხვედრის მომხსენებელი: პროფესორი გიორგი ათილა, რუმინეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, რომლის ინტერესის სფეროა ბიუჯეტირება, საჯარო საფინანსო რესურსები, სახელმწიფო დანახარჯები და სახელმწიფო ვალი.

გიორგი ათილა შეხვდება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. ასევე SEU-ს პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისათვის ჩაატარებს მასტერკლასს, რომლის ფარგლებშიც ისაუბრებს რუმინეთის ევროინტეგრაციის გამოცდილებაზე.


24 მაისი

  • სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის ლექცია თემაზე: „რუმინეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ფინანსური გამოცდილება “.
  • განსახილველი თემები: მაასტრიხტის კრიტერიუმები, ევროკავშირის ვალუტა, T-ობლიგაციები, სახელმწიფო ხაზინა და გადახდის/კლირინგის სისტემა.
  • დრო: 19:00 საათი.


27 მაისი

  • შეხვედრა ლექტორებთან თემაზე: „სწავლების გამოცდილების გაზიარება, შესაძლო ერთობლივი კვლევა და პროექტების განხილვა“.
  • დრო: 14:00 საათი.


28 მაისი

  • შეხვედრა პარტნიორ კომპანიებთან თემაზე: „ფინანსური სირთულეები ევროპული კორპორაციებისთვის“.
  • განსახილველი თემები: გადასახადების გავლენა კორპორაციულ საქმიანობაზე, საგადასახადო საშუალებების ლიმიტები, სახელმწიფო დახმარების წესები, სესხის საშუალებები, საინვესტიციო შესაძლებლობები.
  • დრო: 19:00 საათი.

29 მაისი

  • შეხვედრა ბაკალავრის სტუდენტებთან თემაზე: „ევროკავშირის დაფინანსების მიღების სირთულეები“.
  • განსახილველი თემები: დეფიციტის შეზღუდვები, ეროვნული ბიუჯეტი და ევროკავშირის ბიუჯეტი, გადასახადები ევროკავშირის კანონმდებლობა, EIB წევრობა.
  • დრო: 17:00  საათი.

დარეგისტრირდი

სამუშაო ენა: ინგლისური

Message body empty