სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სასწავლო კურსი Erasmus+ სასწავლო პროგრამის ფარგლებში: „ორალური და ყბა-სახის პათოლოგიების დიაგნოსტირების მეთოდები’’

21 მაისი

21-23 მაისს, Erasmus+ სასწავლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ში ჩატარდება 3-დღიანი სასწავლო კურსი - „ორალური და ყბა-სახის პათოლოგიების დიაგნოსტირების მეთოდები’’. კურსი ტარდება SEU-ს დიპლომირებული სტომატოლოგიის პროგრამისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით. 

კურსის აღწერა

დიაგნოსტირება გულისხმობს ორალური წინარე სიმსივნური ან/და ორალური და ყბა-სახის არეალის სხვა პათოლოგიური მდგომარეობის მქონე პაციენტში დაავადების პროცესის ზუსტი ხასიათისა და მნიშვნელოვნების დადგენას. კურსი აღწერს ორალურ და ყბა-სახის ქირურგიაში გამოყენებულ თანამედროვე დიაგნოსტიკურ მეთოდებს, სტუდენტები მიიღებენ ფართო სპექტრის ორალური და ყბა-სახის მდგომარეობათა დიაგნოსტირების გამოცდილებას.

კურსს წარადგენს - დოქტორი ოზგე დონმეს თარაქჩი, თურქეთის Izmir Tınaztepe-ის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, დენტალური და ყბა სახის რადიოლოგიის დეპარტამენტი.

ტრენინგების კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ მდიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს სტუდენტებს მე-7 სემესტრიდან და სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებს. 

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. 

დარეგისტრირდიიხილეთ განრიგი

Message body empty