სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტომას ბატას უნივერსიტეტში (ჩეხეთის რესპუბლიკა, ზლინი)

15 აპრილი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს მიღებას გაცვლით პროგრამაზე ტომას ბატას  უნივერსიტეტში(ჩეხეთის რესპუბლიკა, ზლინი), 2024-2025 აკადემიური წლის, შემოდგომის სემესტრისთვის. სასწავლო პროცესი 2024 წლის სექტემბრიდან  2025 წლის თებერვლამდე  გაგრძელდება.

Erasmus + პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას, დაუფინანსდება მგზავრობის ხარჯები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების მეორე და მესამე კურსის, ასევე ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოთხოვნილი დოკუმენტაცია გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 15.04.2024

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი: 

  • პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (B2);
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ; 
  • CV Europass ფორმატი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]

კურსების ჩამონათვალი / List of Courses

Message body empty