8 აპრილიდან საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში იწყება ტრენინგების სერია თემაზე: „კარიერული გზა სოციალურ მეწარმეობაში“.
ტრენინგი ჩატარდება “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ პროექტის “აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება #EU4Youth პროგრამის მხარდაჭერით.
ტრენინგი ხელს შეუწყობს სოციალური საწარმოებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის განვითარებას. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა დააარსონ ან შეუერთდნენ სოციალურ საწარმოებს და გახდნენ პროაქტიული ცვლილებების შემქმნელები.
პროგრამის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ გუნდებში, შექმნიან საკუთარ და რეალურ სოციალურ საწარმოს, მოიძიებენ ინვესტიციებს და, რა თქმა უნდა, გამოიმუშავებენ ბევრ სასარგებლო უნარს.
ეს კურსი თქვენთვისაა, თუ გსურთ:
რას მოგცემთ ამ კურსის გავლა:
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც შექმნიან სოციალურ საწარმოებს განხორციელდება პრე-აქსელერატორის პროგრამა. პრე-აქსელერატორი პროგრამის ფარგლებში მოხდება ტექნიკური დახმარება, ინკუბაცია და შესაძლებლობების გაძლიერება.
ტრენინგზე დასასწრებად საჭიროა მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსება და იდეის დარეგისტრირება.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 11 აპრილი, 18:00.
გაითვალისწინეთ, რომ უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს და დაარეგისტრირებენ იდეას, ასევე უპირატესობა მიენიჭება ინოვაციურ, შემოქმედებით იდეებს, სადაც ნათლად ჩანს მოსალოდნელი სოციალური გავლენის შედეგები.
ტრენერი: ლიანა აფაქიძე - SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, SEU-ს მოწვეული ლექტორი.
სწავლების ენა: ქართული
ტრენინგის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ SEU-სა და “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ სერტიფიკატი ასევე, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სამეწარმეო უნარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია, ყველა ტრენინგზე დასწრება.