სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პანელური დისკუსია თემაზე: „კულტურის ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხები”

28 მარტი

28 მარტს, 14 საათზე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „კულტურის ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხები”.

შეხვედრა გაიმართება სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ჩართულობით.

კულტურის ფსიქოლოგია სოციალური ფსიქოლოგიის კონკრეტული დარგია, რომელიც შეისწავლის ფსიქოლოგიურ ფენომენებს სხვადასხვა კულტურის კონტექსტში. საკითხთა ასეთი სახით შესწავლა/კვლევა სოციალური და პიროვნების ფსიქოლოგიის სიღრმისეული გააზრების საშუალებას იძლევა.

მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები გაგვაცნობენ და გაგვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს კულტურის ფსიქოლოგიის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: 

  • კულტურა და განვითარება;
  • კულტურა და გენდერი;
  • კულტურა და ემოცია;
  • კულტურა და იდენტობა;
  • კულტურა და ორგანიზაციები;
  • და სხვა.

მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.

ხანგრძლივობა: 2 საათი (20 წუთიანი შესვენებით)

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ბმული 25 მარტის 18:00 საათამდე.

ღონისძიება ჩატარდება სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით.

ადგილი: SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.

ღონისძიების დეტალების შეხსენების მიზნით SMS გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე. 

დარეგისტრირდი

Message body empty