საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჟურნალისტიკის პროგრამის ინიციატივითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, ცხადდება შიდა საუნივერსიტეტო ფოტოკონკურსი.
ფოტოკონკურსის თემაა: ჩვენი დედამიწა.
ფოტოს თემატიკა:
- ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი გარემო;
- წყალი, როგორც მოსაფრთხილებელი რესურსი;
- ენერგია ფართო გაგებით - მისი წყაროები, რესურსები და ხელმისაწვდომობა;
- ინკლუზიური განათლების შესაძლებლობა;
- ინოვაციები;
- უთანასწორობა და სიღარიბე;
- სიმდიდრე და მრავალფეროვნება;
- ქალაქი-სოფელი;
- ბუნება - მისი უნიკალურობა;
- წარმოება - ნებისმიერი სახის;
- ზღვა და მისი რესურსები;
- გენდერული თანასწორობა;
- უსაფრთხოება.
ფოტოკონკურსის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია SEU-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ყველა სტუდენტს;
- ფოტოს გადაღება შესაძლებელია ფოტოაპარატით ან მობილური ტელეფონით;
- კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ფოტო;
- ფოტო შინაარსობრივად უნდა ეხებოდეს ჩამოთვლილი თემებიდან მხოლოდ ერთს;
- ნამუშევრების შინაარსობრივი მხარისადმი ესთეტიკური შეზღუდვები არ არის, თუმცა ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს ფართო აუდიტორიისთვის;
- ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ, ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს;
- პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტის ფოტო მოიხსნება კონკურსიდან.
შეფასების კრიტერიუმები:
- კონკურსის თემასთან და შერჩეულ მიზანთან შესაბამისობა;
- იდეის ორიგინალურობა;
- ინოვაციური ხედვა;
- კომპოზიციურად სწორი კადრი;
- ფერების კომბინაცია და შეხამება.
ფოტოში უნდა ჩანდეს საინტერესო ხედვა და შემოქმედებითი მიდგომა.
- ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს;
- კონკურსის სამივე გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და საჩუქრები;
- კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფოტოები განთავსდება SEU-ს ახალი კამპუსის ატრიუმში, დიდ ეკრანზე. გამარჯვებული ფოტოები, ასევე გამოქვეყნდება SEU-ს ვებ გვერდზე და სოციალური ქსელში.
კონკურსის ვადები:
- ფოტოების მიღება: 2024 წლის 14 თებერვლიდან - 11 მარტის ჩათვლით;
- გამარჯვებულების გამოვლენა: 2024 წლის 18 მარტი;
- დაჯილდოების ღონისძიება: 2024 წლის 21 მარტი (ეძღვნება ქართული ჟურნალისტიკის დღეს).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და ატვირთოთ ფოტო ბმულზე:
დარეგისტრირდი