SEU-ს სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო და აბიტურიენტებო, 11, 12 და 13 დეკემბერს SEU - ში ჟურნალისტიკის პროგრამის ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის მხარდაჭერით გაიმართება საჯარო ლექციების სერია: „კარიერული გზა ჟურნალისტიკაში“.
შემოუერთდით საჯარო ლექციების სერიას და მიიღეთ პროფესიული რჩევები კარიერული განვითარების მიმართულებით და პრაქტიკული საქმიანობის შესახებ.
საჯარო ლექციებზე თქვენ გაეცნობით:
- როგორია ჟურნალისტის ერთი სამუშაო დღე;
- როგორ მზადდება სატელევიზიო რეპორტაჟი;
- სატელევიზიო რეპორტაჟის გადაღების პროცესს;
- წამყვანის სამუშაოს სპეციფიკას;
- რა გამოწვევები ახლავს წამყვანის საქმიანობას;
- როგორ გახდეთ სპორტის ჟურნალისტი;
- რა დაბრკოლებებს აწყდება სპორტის ჟურნალისტი საქართველოში და სხვა.
განრიგი:
11 დეკემბერი, 16:00 საათი:
- შეხვედრა თემაზე: ,,ჟურნალისტის ერთი სამუშაო დღე"
- სპიკერი: ანა ხოშტარია, SEU-ს კურსდამთავრებული და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის "კურიერის" ჟურნალისტი.
12 დეკემბერი, 16:00 საათი:
- შეხვედრა თემაზე: „ახალი ამბები (ნიუსი): სატელევიზიო რეპორტაჟის მომზადება“
- სპიკერი: შალვა სუმბაძე, SEU-ს კურსდამთავრებული და ახალი ამბების კორესპონდენტი / საინფორმაციო გამოშვების "კვირის მოამბე" წამყვანი.
13 დეკემბერი, 16:00 საათი:
- შეხვედრა თემაზე: „სპორტის ჟურნალისტიკა საქართველოში“
- სპიკერი: საბა საპანაძე, SEU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სპორტის ჟურნალისტი.
სამუშაო ენა: ქართული
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია 10 დეკემბრის ჩათვლით ბმულზე:
დარეგისტრირდი
ადგილი: SEU-ს ახალი კამპუსი. აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.