სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვორქშოპი თემაზე: “კოდის ერთი საათი”

09 დეკემბერი

9 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - სა და თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია "ექსპლორიუმი" - ს ორგანიზებით გაიმართება ვორკშოპი თემაზე:  “კოდის ერთი საათი”

"კოდის ერთი საათი" მსოფლიო საგანმანათლებლო მოძრაობაა. კვირეული ეძღვნება პროგრამისტ ქალს, გრეის ჰოფერს , ღონისძიებების მიზანია აჩვენოს სკოლის მოსწავლეებს, რომ ერთ საათშიც შესაძლებელია მიიღო ისეთი ცოდნა, რომ შეძლოს კოდის დაწერა.

ვორკშოპზე დასწრება შეუძლიათ როგორც უფროსკლასელებს (XI-XII) ასევე დაწყებითი (IV, V, VI) კლასის მოსწავლეებს. ( უფროსკლასელებისა და დაწყებითი კლასის მოსწავლეების ვორკშოპები გაიმართება ცალ-ცალკე)

  • მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას მანქანური სწავლების და ხელოვნუი ინტელექტის შესახებ. ისინი თავად შექმნიან სისტემისთვის შესაბამის მონაცემთა სიმრავლეებს;
  • გაეცნობიან ვებ-პროგრამირების საწყისებს და შექმნიან პირველ ვებ-გვერდს. 

ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეები ლექტორების დახმარებით იმუშავებენ პროგრამირების საერთაშორისო პლატფორმებზე

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია ! ვორქშოპზე დასწრების შესაძლებლობა ექნება პირველ 40 დარეგისტრირებულ მოსწავლეს (20 მაღალკლასელი და 20 დაწყებითს კლასის მოსწავლე)

ვორქშოპს გაუძღვებიან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - სა და თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია "ექსპლორიუმი" - ს ლექტორები.

აღნიშნული ვორქშოპი სკოლის მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას პირველი ნაბიჯები გადადგან თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში.

ექსპლორიუმი თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორიაა, რომლის მიზანიცაა, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით შეუწყოს ხელი სკოლის მოსწავლეებს  შემოქმედებით განვითარებში.

ვორქშოპის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

დარეგისტრირდი 

დრო: 14:00 საათი.

ადგილმდებაროება: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU