სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია თემაზე: „საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“

08 დეკემბერი

8 დეკემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“.

ლექციას გაუძღვება დოქტორი თიმ ბუნიევაცი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი საზოგადოების ჩართულობის საკითხებში.

დოქტორი თიმ ბუნიევაცი არის სასამართლოს ადმინისტრაციის ჯილდოს მფლობელი ექსპერტი, ფართო პრაქტიკული გამოცდილებით, ასევე სასამართლოს მმართველობის, ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლო ადმინისტრირების შესახებ საერთაშორისო ციტირებული კვლევების ავტორი. 

მას აქვს პრაქტიკოსი იურისტის, მინისტრის მრჩევლისა და სასამართლო სისტემის კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის  20 წლიანი გამოცდილება.

მან დააარსა ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სასამართლოები ავსტრალიაში და იყო სასამართლო ადმინისტრაციის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი. ასევე, ის დღემდე იკავებს სასამართლო ადმინისტრირების საერთაშორისო ჟურნალის რედაქტორის პოზიციას.

დრო: 14:00 საათი 

შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ 7 დეკემბრის ჩათვლით.

Სარეგისტრაციო ბმული

ღონისძიება SEU-ს იურიდიული კლუბის ორგანიზებით  და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართება