სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პანელური დისკუსია თემებზე: „Generative AI and AI-powered startup“ – „AI in healthcare systems and its challenges“ 

05 დეკემბერი

5 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართება პანელური დისკუსია თემებზე „Generative AI and AI-powered startup“ – „AI in healthcare systems and its challenges“.

პანელურ დისკუსიას გაუძღვებიან SEU-ს პარტნიორი კომპანიის Supernova (PulsarAI)-ს წარმომადგენლები.

სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა შეიტყონ თუ რა პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია დღევანდელ რეალობაში ხელოვნურ ინტელექტს, ასევე მათ ექნებათ შესაძლებლობა შეიტყონ თუ როგორ შექმნან წარმატებული სტარტაპი. 

შეხვედრაზე განხილული იქნება Bitrium AI-ს Healthcare Startup-ი. 

სტუდენტები შეიტყობენ თუ როგორ ხდება აქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობა. 

სტუდენტები ასევე მიიღებენ ინფორმაციას  როგორ მიიღონ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა Supernova (PulsarAI)-ში.

პანელური დისკუსია გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დრო: 13:00 საათი 

აუდიტორია: ბიბლიოთეკის შეხვედრების ოთახი (SEU-ს ახალი კამპუსის 9 სართული).

დარეგისტრირდი

Message body empty