სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საინფორმაციო შეხვედრა მედიაწიგნიერების კონკურსთან დაკავშირებით

15 ნოემბერი
12:00

15 ნოემბერს, კომუნიკაციის კომისიის წარმომადგენლები  კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, SEU-ს სტუდენტებთან გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას მედიაწიგნიერების კონკურსთან დაკავშირებით. 

სტუდენტებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისია უკვე მეათედ ატარებს მედიაწიგნიერების კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.
  • კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი და შემოქმედებითი გზით წარმოადგინონ ამბის აღმოჩენისა და გადამოწმების მეთოდები, გამოყენებული წყაროები და რეალური ფაქტები.

გამოვლენილ გამარჯვებულებს კომუნიკაციების კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ.

სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გაუზიარონ.

საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, 14 ნოემბრის ჩათვლით  გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://shorturl.at/cefGL 

დრო: 12:00 საათი.

Message body empty