სტუდენტების ბაზაზე შექმნილია საფეხბურთო გუნდი – "SEU".
2017-2018 წლის სეზონში SEU-ს გუნდმა ერთდროულად სამ ტურნირში იმარჯვა, გუნდი თბილისის უმაღლესი ლიგის მოქმედი ჩემპიონი იყო, მან შეძლო ტიტულის დაცვა და წელსაც მოიპოვა თბილისის უმაღლესი ლიგის ჩემპიონობა.
უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი მონაწილეობდა, ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდა და 22 ჩატარებული მატჩიდან SEU-ს გუნდმა 19 მოიგო და უახლოეს მდევარს 10 ქულით გაასწრო...
SEU-ს გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა. გუნდმა ასევე მოიგო თბილისის მერიის თასი სადაც ფინალურ შეხვედრაში პენალტების სერიით დაამარცხა „თ.ს. სასამართლოს“ გუნდი.
ვინაიდან SEU-ს გუნდმა უმაღლესი ლიგაც მოიგო და მერიის თასიც, სუპერთასის ფინალშიც მერიის თასის ფინალისტ „ თ.ს. სასამართლოს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 6-1 იმარჯვა. პ.ს სუპერთასზე უმაღლესი ლიგისა და მერიის თასის გამარჯვებულები ხვდებიან, თუ ორივე შემთხვევაში გამარჯვებას ერთი და იგივე გუნდი მოიპოვებს, მისი მოწინააღმდეგე მერიის თასის ფინალისტი ხდება, რადგან ორივე აღნიშნული ტურნირი SEU-ს გუნდმა მოიგო, სუპერთასის ფინალში თასის ფინალისტ „თ.ს. სასამართლოს“ შეხვდა.
SEU-ს გუნდი მოყვარულთა ლიგას უკვე 3 წელია თამაშობს, ამ დროის განმავლობაში მათი მონაგარია: 2016 წელი: რეგიონული თასი, სადაც 54 მუნიციპალიტეტის 250-მდე გუნდი იღებდა მონაწილეობას; 2017 წელი: თბილისის უმაღლესი ლიგა; 2018 წელი: თბილისის უმაღლესი ლიგა, მერიის თასი და სუპერ თასი.