SEU თანადაფინანსება არის სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე დამოკიდებული წამახალისებელი ფინანსური შეღავათი, რომელიც გამოიყენება უნივერსიტეტის პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის, და რომლის ოდენობაც განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველი სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლიდან გამომდინარე.
SEU-ს თანადაფინანსების ოდენობის დადგენის წესი სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე:
შეფასება | მინიმალური ქულა წინა სემესტრში | თანადაფინანსების ოდენობა |
---|---|---|
A | 91-100 ქულა | 1000 ლარი |
B | 81-90 ქულა | 520 ლარი |
C | 71-80 ქულა | 470 ლარი |
D | 61-70 ქულა | 420 ლარი |
E | 57-60 ქულა | 370 ლარი |
E | 51-56 ქულა | 0 |
Fx | 41-50 ქულა | 0 |
F | 0-40 ქულა | 0 |
თითოეული სემესტრისათვის თანადაფინანსების ოდენობა გაიანგარიშება დამოუკიდებლად, წინა აკადემიური სემესტრში სწავლის შედეგების გათვალისწინებით.
მიღებული თანადაფინანსება აკლდება სტუდენტის სწავლის საფასურს, სტუდენტი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს კუთვნილი თანადაფინანსების ფულადი ეკვივალენტის მიღება.
SEU-ს თანადაფინანსების მიღების უფლებით სტუდენტი ვერ ისარგებლებს: