სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ფინანსური პოლიტიკა

ფინანსური პოლიტიკა

SEU გრანტი – არის უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ოქროს და ვერცხლის მედალოსანი აბიტურიენტის წამახალისებელი ფინანსური შეღავათი, რომელიც გამოიყენება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტით გათვალისწინებული დაფინანსების შორის სხვაობის დასაფარად/შესამცირებლად.

SEU გრანტის ოდენობა შეადგენს 740 ლარს, უნივერსიტეტში სწავლის თითოეული წლისათვის.

SEU გრანტის მიღების უფლება აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ აბიტურიენტებს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს, რომლებიც შესაბამის წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, პირველი ან მეორე არჩევანით ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში.

SEU გრანტით სარგებლობის პერიოდში სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს სხვა სახის ფინანსური შეღავათებითაც.

SEU გრანტის მიღების უფლებით არ სარგებლობენ:

  • აბიტურიენტები, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროს და ვერცხლის მედალოსნებისა,
  • აბიტურიენტები, რომლებმაც მოიპოვეს სხვა სახის სახელმწიფო დაფინანსება (სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფინანსება და სხვა)
  • აბიტურიენტები, რომლებიც არ ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში პირველი ან მეორე პრიორიტეტით

SEU გრანტის მფლობელი სტუდენტი გრანტის მიღების უფლებას დაკარგავს:

  • წინა სემესტრის სასწავლო დისციპლინებში არადამაკმაყოფილებელი (51 ქულაზე ნაკლები-Fx/F) შეფასების მიღების/კომპეტენციის ზღვარის ვერგადალახვის შემთხვევაში.
  • შუალედური ან დამატებითი გამოცდის გაცდენის/გადაბარების შემთხვევაში
  • უნივერსიტეტის მიერ დადგენილი აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის შემთხვევაში
  • დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში
  • დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში
  • სწავლის საფასურის გადახდის განსხვავებულ გრაფიკზე შეთანხმების შემთხვევაში
Message body empty