სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ჩარიცხვა

შიდა მობილობა

შიდა მობილობის უფლება აქვს სტუდენტს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობს სეუ-ს საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, სტუდენტს, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.

სეუ-ში შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობის ვადები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით. რიგგარეშე შიდა მობილობა შეიძლება გამოცხადდეს ან შიდა მობილობის ვადები შეიძლება შეიცვალოს რექტორის ბრძანების საფუძველზე.

შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. ამ მიზნით დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა განიხილება პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამად.

შიდა მობილობის/აღდგენის მსურველი პირი განცხადებით მიმართავს რექტორს სასწავლო პროცესის მართვის სისტემის საშუალებით (emis.seu.edu.ge).

შიდა მობილობის განხორციელების პროცესში უნდა შემოწმდეს სტუდენტის მონაცემების შესაბამისობა მიმღები საგანმანათლებლო პროგრამის ჩარიცხვის წინაპირობებთან.

შიდა მობილობის წესით სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ ბრძანების პროექტის მოსამზადებლად, სეუ უზრუნველყოფს შიდა მობილობის უფლებამოპოვებული პირის სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებას, და აცნობს სტუდენტს, რათა მან იმოქმედოს საკუთარი ინტერესის შესაბამისად - დაეთანხმოს ან წერილობითი უარი განაცხადოს შიდა მობილობაზე.

შიდა მობილობით სტუდენტის ჩარიცხვა სეუ-ს ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე ფორმდება რექტორის ბრძანებით და შესაბამისი ინფორმაცია აისახება რეესტრში. შიდა მობილობის შედეგები, დასრულებიდან ორი კვირის ვადაში, მიეწოდება მართვის სისტემას.

Message body empty