სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
მობილობა
სეუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სასწავლო ბარათი (სათანადოდ დამოწმებული);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ბაკალავრიატის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (წარმოადგენენ მხოლოდ მაგისტრატურის პროგრამაზე ჩარიცხული პირები);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (წარმოადგენენ მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეები);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
- გამომშვები დაწესებულებიდან ამორიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
- ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია.