სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

მენეჯმენტი (აკრედიტაციის პროცესში)

პროგრამის აღწერა

მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის აქტუალობა განპირობებულია თანამედროვე ორგანიზაციების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნით ისეთ სპეციალისტებზე, რომლებსაც განვითარებული აქვთ ორგანიზაციის გარემოში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ანალიზის უნარი და შეუძლიათ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება (საშუალო რგოლის მენეჯმენტის დონეზე), გუნდში მუშაობა, მისი მართვა და გამოირჩევიან ეფექტური კომუნიკაციის უნარით.

მრავალფეროვანი სასწავლო კურსების და უახლესი ლიტერატურის შეთავაზებით, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებითა და პრაქტიკული კომპონენტის მუდმივი გაძლიერების გზით მოამზადოს მენეჯმენტის სფეროში თანამედროვე ცოდნით და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი,  შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.

პროგრამა აქცენტს აკეთებს მენეჯერული აზროვნებისა და უნარების განვითარებაზე, სწავლების თანამედროვე მეთოდების და უახლესი ლიტერატურის გამოყენებით. ამისათვის, სტუდენტები ორგანიზაციის ფუნქციების შესახებ ფართო თეორიულ ცოდნას მიიღებენ და ორგანიზაციის რესურსების მართვისთვის საჭირო უნარებს განივითარებენ. პროგრამაში მოცემული სასწავლო კურსები სტუდენტს აძლევს ცოდნას თანამედროვე ორგანიზაციის ძირითადი მახასიათებლების, თავისებურებებისა და გამოწვევების შესახებ. პრაქტიკული კომპონენტებით დატვირთული სასწავლო კურსების მიზანია სტუდენტს განუვითაროს ორგანიზაციული პროცესების მართვის და გუნდში მუშაობის უნარები.

პროგრამა აკრედიტაციის პროცესშია

სრული პროგრამა

ზოგადი ინფორმაცია

მენეჯმენტი (აკრედიტაციის პროცესში)

Message body empty