სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ბიზნესის ადმინისტრირება (აკრედიტაციის პროცესში)

პროგრამის აღწერა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, სტუდენტს სთავაზობს ყოვლისმომცველ და დინამიურ განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში. შექმნილია იმისათვის, რომ აღჭურვოს სტუდენტები ცოდნით, უნარებითა და კომპეტენციებით, რომლებიც აუცილებელია დღევანდელ გლობალურ ბიზნეს გარემოში წარმატებისთვის, პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს მიიღოს აკადემიური განათლება და გაიაზროს პრაქტიკაში თეორიული ცოდნის გამოყენების მნიშვნელობა. 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა მოიცავს დისციპლინების ფართო სპექტრს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში, მათ შორის მეწარმეობა, მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი და საერთაშორისო ბიზნესი. პროგრამა აქცენტს აკეთებს მრავალფეროვანი სასწავლო კურსებისა და უახლესი ლიტერატურის შეთავაზებაზე. პროგრამაზე სწავლის განმავლობაში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ სტაჟირებაში, პრაქტიკული ქეისების განხილვაში, პროექტების შემუშავებაში, რაც მათ საშუალებას აძლევს გამოიყენონ თეორიული ცოდნა რეალურ ბიზნეს სიტუაციებში. 

პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების მხარდაჭერას კარიერული მიზნების მიღწევაში კარიერული კონსულტაციების, დასაქმების ღონისძიებების და კურსდამთავრებულების კავშირების საშუალებით.

პროგრამა აკრედიტაციის პროცესშია

იხილეთ სრულად

ზოგადი ინფორმაცია

ბიზნესის ადმინისტრირება (აკრედიტაციის პროცესში)

Message body empty