ლიტერატურის კლუბის მიზნებია:
- პოდკასტ არხის შექმნა, სტუდენტთა იდეების რეალიზებისთვის და გამოცდილების მიღების ხელშესაწყობად;
- წიგნის მკითხველთა ქვეკლუბის დაფუძნება, კითხვის მოყვარულ სტუდენტთა ხელშეწყობისა და გაფართოების მიზნით;
- ყოველთვიური ელექტრონული ჟურნალის გამოქვეყნება სოციალური მედიის პლატფორმაზე, სადაც განთავსდება ინფორმაცია მიმდინარე სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ;
- სხვადასხვა კონკურსების ორგანიზება, როგორიცაა: დებატები, შემოქმედებითი წერის კონკურსი და სხვა;
- საჯარო ლექციების და ტრენინგების ორგანიზება.
კლუბის საქმიანობათა მიმართულებები:
პოდკასტ არხი:
- რეგულარული პოდკასტ ეპიზოდების შექმნა და გამოქვეყნება, რომელიც მოიცავს სტუდენტებისა და მოწვეული სპიკერების ინტერვიუებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს;
- პოდკასტ ეპიზოდებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები, როგორიცაა კულტურა, განათლება, მიმდინარე ამბები და ა.შ.
წიგნის მკითხველთა ქვეკლუბი:
- წიგნის მკითხველთა კლუბის შეხვედრების ორგანიზება, სადაც კლუბის წევრები განიხილავენ შერჩეულ წიგნებს;
- კლუბის წევრებისთვის წასაკითხი წიგნების სიის შედგენა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება;
- წიგნთან დაკავშირებული ღონისძიებების მოწყობა.
ყოველთვიური ელექტრონული ჟურნალი:
- უნივერსიტეტის სტუდენტებისგან ორიგინალური ნაშრომების მიღება;
- ყოველთვიური ელექტრონული ჟურნალის გამოქვეყნება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სტატიები, ესეები, ლექსები და მოთხრობები;
- უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეების გაზიარება, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და სხვა.
ყოველდღიური სიახლეების გამოქვეყნება:
- ყოველდღიური სიახლეების მოკვლევა და გაზიარება სტუდენტებისთვის და სხვა დაინეტრესებული პირებისთვის;
- კლუბის წევრებთან მუდმივი თანამშრომლობა და იდეების განხილვა/განხორციელება.
კონკურსები:
- სხვადასხვა კონკურსების ორგანიზება, როგორიცაა დებატები, შემოქმედებითი წერის კონკურსები, ხელოვნებისა და დიზაინის კონკურსები, STEM გამოწვევები;
- კონკურსის კოორდინირება, მათ შორის, რეგისტრაცია, შეფასება და პრიზების გადაცემა.
მოწვეული სპიკერი:
- სპიკერების მოწვევა სხვადასხვა სფეროდან საჯარო ლექციების ჩატარების მიზნით;
- ღონისძიებების დაგეგმვა, სადაც დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სფეროს ექსპერტები გაუზიარებენ გამოცდილებასა და ცოდნას.
SEU-ს ლიტერატურული კლუბის თავმჯდომარე: