კლუბის მიზნებია:
- სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის როლსა და დანიშნულებაზე საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში;
- ევროკავშირის პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
- ქართველი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება „ერასმუს+ჟან მონეს მოდულის“ შესახებ;
- სტუდენტებში არაფორმალური განათლების შესახებ ცნობადობის გაღრმავება;
- არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია და მისი მეთოდების შესწავლა;
- საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამის სტუდენტებისთვის, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება.
კლუბის საქმიანობის მიმართულებები:
- სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება და პროდუქტიულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
- სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; (ტრენინგების/მასტერკლასების/სამუშაო შეხვედრების, პროექტების, საჯარო ლექციებისა და ა.შ);
- საგანმანათლებლო პროექტებში სტუდენტების ჩართულობის გაზრდა;
- თანამშრომლობის გაღრმავება სხვა უნივერსიტეტების კლუბებთან, სტუდენტურ თვითმმართველობებთან;
- არაპოლიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათ პროექტებში ჩართულობა;
- თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებთან.
კლუბის თავმჯდომარე: