საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრა;
კულტურულ-შემოქმედებითი, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება, ახალგაზრდების პრაქტიკული უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა;
სქესისა და შეხედულების მიუხედავად, შესაძლებლობების თანაბარი გადანაწილების უზრუნველყოფა;
უმცირესობათა ხელშეწყობა ინტეგრაციის პროცესში;
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.
კლუბის საქმიანობის მიმართულებები:
სამიზნე ჯგუფების ტრენინგი;
ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით კონფერენციების, საჯარო ლექციების, დისკუსიების, ფორუმების, კინო-ჩვენებების, სპორტულ-რეკრეაციული აქტივობების, გასვლითი სკოლების, კონკურსებისა და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება;
სხვადასხვა პროექტების/პროგრამების წარმოება;
სტუდენტური ინიციატივების ლობირება;
ადამიანის უფლებათა პოპულარიზება;
სტუდენტური ცხოვრების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება;