მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებით დაეხმაროს სტუდენტებს საკუთარი ინტერესებისა და უნარების რეალიზებაში;
აუმაღლოს პროფესიული ცნობიერება და ხელი შეუწყოს მათ კარიერულ წარმატებას;
ჩამოუყალიბოს უნივერსიტეტისა და ერთმანეთის მიმართ დადებითი ემოციები და ლოიალობა.
კლუბის საქმიანობის მიმართულებები:
საჯარო ლექციების, შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების, კინოჩვენებების, დებატების, სხვადასხვა შემეცნებითი ან/და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, რომელიც დაკავშირებული იქნება ფსიქოლოგიასთან;
ფსიქოლოგიური აზროვნებისა და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა;
კლუბის სახელის პოპულარიზაცია და პრესტიჟის ამაღლება;
საქველმოქმედო საქმიანობა;
ურთიერთკავშირების დამყარება და გაღრმავება სხვადასხვა, ანალოგიური ინტერესების/ მიზნების მქონე ახალგაზრდულ/სტუდენტურ კლუბებთან.