2020 წლის სექტემბრიდან არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს სამეცნიერო აქტივობების მენეჯერი.
2017-2020 წლებში მუშაობდა გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტში საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ადმინისტრირების ოფისის მენეჯერად.
1994 წლიდან 2017 წლამდე დასაქმებული იყო სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში.
განათლება:
1988-1993 წლებში სწავლობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. აგროსამრეწველო კომპლექსის დარგთა ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით.
სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სხვადასხვა საოფისე და საბუღალტრო პროგრამები, ასევე სპეციალური ტრენინგ კურსები: საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ცნობადობის გაუმჯობესების მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, დროის მენეჯმენტში, საქმისწარმოებასა და საარქივო საქმეში.