სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

განათლების ადმინისტრირება

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროში: განათლების სფეროს ადმინისტრირებისა და მართვის სპეციალისტები, მენეჯერები, ხარისხის უზრუნველყოფის თანამშრომლები, განათლების პოლიტიკის მკლევრები და ექსპერტები.

განუვითაროს ხედვა განათლების სფეროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანტარდებისა და განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით.

სტუდენტს განუვითაროს უნარები, დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს სწავლება-სწავლის პროცესი, პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით.


სწავლის შედეგები

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

• აღწერს განათლების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სისტემის, ისტორიის, თეორიების, რეფორმებისა და პროფესიული ეთიკის ნორმებს;

• განსაზღვრავს განათლების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პრინციპებს და წარმატებული პრაქტიკის მაგალითებს;

• კრიტიკულად იაზრებს განათლების სისტემის ძირითად გამოწვევებს, საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად და ორიგინალური იდეების განსავითარებილად;

• ახდენს დარგის ღრმა და სისტემური თეორიული ცოდნის დემოსტრირებას, კომპლექსური პრობლემების ახლებურად გადაჭრისას და განათლების სფეროსთვის დამახასიათებელი პროექტების განხორციელებისას;

• იყენებს შესაბამის მეთოდებს მასალების შეგროვებისას, ილუსტრირებისას, ინტერპრეტირებისას, შეფასებისას, რეკომენდაციების მომზადებისას და წარდგენისას;

• არგუმენტირებულად მსჯელობს პროფესიულ საზოგადოებაში შესაბამისი პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით;

• აანალიზებს არსებულ ინფორმაციას კრიტიკულად, ანალიზის, სინთეზისა და შეფასების საფუძველზე სთავაზობს განათლების სფეროში საქმიანობის განსხვავებულ სტრატეგიებს კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის მიზნით;

• გეგმავს და ახორციელებს კვლევას ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და კვლევის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;

• ახდენს თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას დამოუკიდებელად, სწავლის სტრატეგიული დაგეგმვის, მოდიფიცირებისა და რეალიზების მეთოდების გამოყენებით.

ჩარიცხვის პირობები

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფოს მიერ დადასტურებულ შესაბამის დოკუმენტს (დიპლომს).

კანდიდატი სწავლის უფლებას აღნიშნულ პროგრამაზე მოიპოვებს ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისა და საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე. სეუ-ში სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობებია: შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B2 დონე). B2 დონის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტით.


პროგრამაზე კანდიდატის მიღების პირველი ეტაპია კანდიდატის შეფასება ფორმალური მოთხოვნების მიხედვით, მეორე ეტაპი მოიცავს გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან.


სამაგისტრო პროგრამაზე ერთიანი სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია:


• მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;


• პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა ), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში , სწავლობენ / სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები / კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;


• მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ:


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;


• საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;


• 
პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ / სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები / კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


სამაგისტრო პროგრამაზე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან / პროგრამიდან მობილობის წესით გადმოსულ სტუდენტთა მიღება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.


სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ, პროგრამაზე ჩარიცხვისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობასა და უცხო (ინგლისურ) ენაში.

სპეციალობის გამოცდის საკითხები მტკიცდება უნივერსიტეტის მიერ და ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე seu.edu.ge-ზე პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რეგისტრაციასთან ერთად უცხო ენის (ინგლისური) გამოცდის შედეგად პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომლებიც გამოცდის შედეგების გათვალისწინებით დაადასტურებენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონეს ენობრივი კომპეტენციის ევროპული ჩარჩო-აღმწერის (CEFR) შესაბამისად.

ინგლისურენოვანი კომუნიკაციის კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატით:

ა.) BEC exam and CELS exam – Vantage

ბ.) Cambridge exam – FCE

გ.) Pritman ESOL International

დ.) TOEIC – 541

ე.) TOEFL – 500 (Paper - based)

173 (Computer - based)

72 (Internet - based)

დასაქმების სფერო

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდეს საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირების საშუალო და მაღალი რგოლის პოზიციებზე (საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, სახელმწიფო დარგობრივი უწყებების პოზიციებზე, განათლების პოლიტიკის კვლევით დაკავებულ ორგანიზაციებში და სხვა).

ზოგადი ინფორმაცია

განათლების ადმინისტრირება

Message body empty