სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ადამიანური რესურსების მართვა

პროგრამის აღწერა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის მიზნებია:

• მოცემული პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები, მენეჯერები, კონსულტანტები, რომლებიც ფლობენ თანამედროვე, საერთაშორისო ცოდნას, დარგობრივ ხედვებს და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ადამიანური რესურსების მართვის
სფეროში.

• პროგრამის ამოცანაა გამოუშვას კურსდამთავრებულები, რომლების მომზადებულები იქნებიან ადამიანური რესურსების მართვის ყველა მაპროფილებელი მიმართულებებში და აქტივში ექნებათ აუცილებელი უნარ-ჩვევები და სამუშაო ინსტრუმენტები. ამავდროულად, პროგრამა დიდ ყურადღებას უთმობს დარგობრივი ხედვების ჩამოყალიბებას, კონცეპტუალური საკითხების და დარგში არსებული ტენდენციების ცოდნის მაქსიმალურ გადაცემას.

• პროგრამის კონცეფცია გულისხმობს ორგანიზაციული ფსიქოლოგიის და ბიზნესის მიმართულებების გაერთიანებას და ამ გზით უპირატესობის მოპოვებას იმ პროგრამებთან შედარებით, რომლების ვითარდებიან რომელიმე ცალკეული დარგის ბაზაზე.

• პროგრამის სტრუქტურა საშუალებას აძლევს სტუდენტს, რომ მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს ორგანიზაციის გამოწვევებს. ეს გამოწვევები უკავშირდება, ორგანიზაციულ და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, შესრულების (შედეგიანობის) მართვას, ცვლილებებისა და ინოვაციების დაგეგმვას. პროგრამა სრულად მოიცავს ორგანიზაციის ფსიქო - სოციალურ ასპექტებს, ბიზნესის მოთხოვნებს, საკანონმდებლო ნორმებს, ორგანიზაციული კვლევისა და დიაგნოსტირების ინსტრუმენტებს.

• პროგრამა მიმართულია ადამიანური რესურსების სფეროში არსებული თანამედროვე ფასეულობებისა და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაზე, ხელმძღვანელობს სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებით, ამავდროულად ამ პროცესის განხორციელებისტვის კონკრეტული ინსტრუმენტების გაცნობა/ათვისებაზე.

• პროგრამა მოიცავს ინოვაციურ კომპონენტს, რომელიც გულისხმობს რეალური საკონსულტაციო პროეტების განხორციელებას, რაც შესაძლებლობას მისცემს პროგრამის მონაწილეებს მოირგონ კონსულტანტის როლი და რეალურ პროექტებში დაგეგმონ და განახორციელონ არმ აქტივობები.

სწავლის შედეგები

ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოპოვებისას სტუდენტი ღრმად და სისტემურად:

• აანალიზებს ადამიანური რესურსების მენეჯმენტისთვის დამახასიათებელ სპეციფიურ მეთოდებსა და საკითხებს, უსადაგებს მიღებულ დარგობრივ ცოდნას კონკრეტულ სიტუაციებს;

• განმარტავს სხვადასხვა მარეგულირებელ აქტებს, დამსაქმებლის უფლებებსა და მოვალეობებს, სადავო სიტუაციების პრევენციისთვის;

• აცნობიერებს ორგანიზაციაში არსებული მსოფლმხედველობის, მრავალფეროვნების, სოციალურად და პიროვნულად მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის აუცილებლობას;

• შეიმუშავებს ორგანიზაციის საკადრო პოლიტიკას ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პოსტულატებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით;

• განმარტავს ორგანიზაციული განვითარების პროგრამების აუცილებლობას, შეიმუშავებს პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;

• მოიძიებს, შეარჩევს და იყენებს საჭირო მონაცემებს, დასახული მენეჯერული და ორგანიზაციული ამოცანების გადასაჭრელად;

• აგებს ადამიანური რესურსების სისტემას და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებისას ხელმძღვანელობს სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებით;

• აცნობიერებს ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სფეროში აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს, ადგილობრივი/უცხოელი მკვლევარების მიერ მიღებული შედეგების შეჯამებისა და კრიტიკულად შეფასების საფუძველზე;

• გეგმავს და ახორციელებს კადრების მოზიდვა/შერჩევას, სწავლებას, კარიერულ განვითარებასა და სამუშაოს შესრულების მართვას;

• აფასებს გლობალიზაციის პირობებში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი მოწესრიგების ინსტრუმენტებს.

ჩარიცხვის პირობები

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფოს მიერ დადასტურებულ შესაბამის დოკუმენტს (დიპლომს) შემდეგ დარგებში: ბიზნეს ადმინისტრირება, საჯარო ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და სოციალური მეცნიერებები და / ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. კანდიდატი სწავლის უფლებას აღნიშნულ პროგრამაზე მოიპოვებს ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისა და საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე. სეუ-ში სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობებია: შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B2 დონე). B2 დონის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტით.

პროგრამაზე კანდიდატის მიღების პირველი ეტაპია კანდიდატის შეფასება ფორმალური მოთხოვნების მიხედვით, მეორე ეტაპი მოიცავს გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან.

სამაგისტრო პროგრამაზე ერთიანი სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია:


• მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;


• პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში , სწავლობენ / სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები / კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;


• მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ:


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;


• საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;


• პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ / სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები / კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


სამაგისტრო პროგრამაზე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან / პროგრამიდან მობილობის წესით გადმოსულ სტუდენტთა მიღება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.


სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ, პროგრამაზე ჩარიცხვისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობასა და უცხო (ინგლისურ) ენაში.


სპეციალობის გამოცდის საკითხები მტკიცდება უნივერსიტეტის მიერ და ქვეყნდება პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რეგისტრაციასთან ერთად.


უცხო ენის (ინგლისური) გამოცდის შედეგად პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომლებიც გამოცდის შედეგების გათვალისწინებით დაადასტურებენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონეს ენობრივი კომპეტენციის ევროპული ჩარჩო-აღმწერის (CEFR) შესაბამისად.



ინგლისურენოვანი კომუნიკაციის კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატით:

ა.) BEC exam and CELS exam – Vantage

ბ.) Cambridge exam – FCE

გ.) Pritman ESOL International

დ.) TOEIC – 541

ე.) TOEFL – 500 (Paper - based)

173 (Computer - based)

72 (Internet - based)

დასაქმების სფერო

ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სტრუქტურებში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტის, მენეჯერის ან კონსულტანტის თანამდებობაზე.

ზოგადი ინფორმაცია

ადამიანური რესურსების მართვა

Message body empty