უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები:
- უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია ფაკულტეტი.
- უნივერსიტეტის ფაკულტეტი აერთიანებს შესაბამისი საგანმანათლებლო მიმართულების/მიმართულებების ერთ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამას, ასევე, ფაკულტეტის/პროგრამის ფარგლებში პრაქტიკულ ან კვლევით ერთეულებს/ცენტრებს.
- ფაკულტეტი უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
- ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდელობის, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესაბამისად.
უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებია:
- ბიზნესის მართვის ფაკულტეტი;
- ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- მედიცინის ფაკულტეტი;
- იურიდიული ფაკულტეტი.