ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის კომპეტენციაში შედის:
- კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა უნივეერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;
- აკადემიური კონკურსების ჩატარების ორგანიზება: განაცხადის განთავსება, საბუთების მიღება, გასაუბრების ჩანიშვნა, შესაბამისი ოქმების მომზადება;
- ჩატარებული კონკურსების შედეგად საუკეთესო კანდიდატთაგან საკადრო რეზერვის შექმნა;
- ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის პირადი საქმეების ადმინისტრირება;
- არსებული პოზიციებისთვის სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება;
- თანამშრომლების კმაყოფილებისა და ჩართულობის კვლევა;
- თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
- თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება;
- აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ინფორმაციის მიწოდება (აფილირების პირობები და პროცედურები, კონკურსები, ხელშეკრულების ვადები);
- აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის კონსულტაციის გაწევა;
- პერსონალის ხელშეკრულების ვადების მონიტორინგი და განახლების პროცესის ორგანიზება;
- აკადემიური და მოწვეული პედაგოგების სემესტრული დატვირთვის ბრძანების პროექტის მომზადება;
- აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის მონიტორინგი;
- სტაჟირების პროცესის ორგანიზება (კონკურსის გამოცხადება, შერჩევა);
- უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის ახალი იდეებისა და ინოვაციური პროექტების, სერვისების შეთავაზება;
- უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება და მართვა;
- ორგანიზაციული განვითარების შესაბამისად ორგანიზაციული სტრუქტურის განახლება;
- სამუშაოს ანალიზი და სამუშაოს აღწერილობების შექმნა-განახლება;
- ახალი თანამშრომლის შერჩევის პროცედურის შექმნა და მართვა;
- შეფასების სისტემის დანერგვა/განახლება და მართვა;
- პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვა/განახლება და მართვა;
- მოტივაციის არამატერიალური სისტემების მართვა;
- ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის დანერგვა და განვითარება.
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
- ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი;
- სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს;
- სამსახურის უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.