2020-2021 წელს ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური შეღავათები
სწავლის საფასურის გადხდა შესაძლებელია 10-12 ნაწილად ან სტუდენტისთვის სასურველი ინდივიდუალური გრაფიკით, რომელიც ასახულია სტუდენტის ხელშეკრულების დანართში, ასევე სტუდენტის პირად ელექტრონულ გვერდზე (emis.seu.edu.ge), ფინანსების მოდულში.
სეუ-ში მოქმედებს სწავლის საფასურის აღრიცხვის ელექტრონული(ბილინგის) სისტემა, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს სწავლის საფასური გადაიხადოს საბანკო დაწესებულებების, ონლაინ პორტალებისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
პარტნიორი ბანკი - საქართველოს ბანკი;
- სწავლის საფასურის გადახდა სწრაფი გადახდის აპარატიდან
- საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებიდან
- TBC PAY -ის აპარატით (საკომისიო ფიქსირებული 1 ლარი)
სწავლის საფასურის გადასახდელად საჭირო რეკვიზიტები.
- სტუდენტი, რომელიც გადასახდას იხდის პარტნიორი ბანკიდან სწავლის საფასურის გადახდისთვის დასჭირდება მხოლოდ პირადობის მოწმობა.
- იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი იხდის სწავლის საფასურს სწრაფი გადახდის აპარატიდან, უნდა მოძებნოს განათლება/სეუ/სწავლის საფასური
- SEU-ში მოქმედებს სტიპენდიების და ფინანსური შეღავათების სისტემა. დეტალები იხილეთ ბმული.
- იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი, ვერ იხდის სწავლის საფასურს დადგენილ ვადებში,
შესაძლებელია, ელექტრონული ბაზიდან ელ კანცელარია/განცხადებები/თავისუფალი ბლანკის საშუალებით მიმართოს უნივერსიტეტს მისთვის სასურველი გადახდის თარიღის შეთავაზებით. პასუხი სტუდენტს ეცნობება ელექტრონულად და ასევე მოხდება ბაზაში შეთანხმებული თარიღის ასახვა.
ელ. ფოსტა: [email protected];
ტელ.: 032 2 90 00 00 (31/32/33/34)