გსურს სწავლობდე უკეთეს სასწავლებელში? იჩქარე! სეუ მობილობის პროცესში ჩაერთო!

თუ ჩვენთან გადმოხვალ, ჩააბრებ განსხვავებულ საგნებს უფასოდ და გადაიხდი სწავლის საფასურს 2450 ლარს წელიწადში.

ჩვენთან შენ გელის
ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლება საუკეთესოდ მოწყობილ საუნივერსიტეტო შენობაში.

10 ოქტომბრიდან
შენთვის ფუნქციონირებას დაიწყებს სეუს ახალი 16 სართულიანი შენობა. იცხოვრებ ყველაზე კეთილმოწყობილ სტუდენტურ საცხოვრებელში, ივარჯიშებ ყველაზე ორიგინალურ საფეხბურთო სტადიონზე და ისიამოვნებ 25 მეტრი სიგრძის საცურაო აუზით.

სეუში შენთვის შექმნილია:

– სუპერთანამედროვე ფიტნესკლუბი, აერობიკისა და სატრენაჟორო სექციებით, გასახდელით და საშხაპე განყოფილებით;
– ორთაბრძოლების სექცია, სადაც კრივში მსოფლიო სამოყვარულო კრივის ასოციაციის რეფერი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების აღმზრდელი, დავით ქავთარაძე, გავარჯიშებს;
– ყველა საუნივერსიტეტო შეჯიბრის ჩემპიონი და ბენდელას თასის მფლობელი საფეხბურთო გუნდი „სეუ“, საკუთარი საფეხბურთო ფორმებითა და ავტობუსის მომსახურებით;
– რაგბის ახალი გუნდი „სეუ“;
– თანამედროვე აპარატურითა და უმაღლესი დონის განათებით აღჭურვილი დისკოკლუბი, სადაც შენი ორგანიზატორობით მოეწყობა დისკოთეკები, დაიდგმება შოუები და გაიმართება კონცერტები;
– ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „ერისეული", სადაც შენ სიმღერისა და ცეკვის ნიჭის გამოვლენის შესაძლბელობა გექნება;
– თანამედროვე და უახლესი მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფილი მუსიკალური ბენდი, სადაც შენი სახით ახალ როკ ვარსკვლავს ელიან;
– თეატრალური დასი, სადაც შენ დამწყები რეჟისორის ან მსახიობის როლში მოგვევლინები;
– მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. შენს იუმორზე მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები აღარ გაიცინებენ.

სეუ მობილობით მიიღებს 160 სტუდენტს შემდეგ სპეციალობებზე:

ბიზნესი და მართვა:
საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე;
მენეჯმენტი და ადმინისტრირება;
ტურიზმი.

სოციალური მეცნიერებანი:
ჟურნალისტიკა;
ფსიქოლოგია.

ჰუმანიტარული მეცნიერებანი:
ინგლისური ენა და ლიტერატურა.

შენც გაქვს შანსი ისწავლო უკეთეს სასწავლებელში!
გადმოდი!
სეუში უკეთესია!

Created by HAPPY 2010