სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სეუ-ს და პორტუგალიის ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

20 სექტემბერი, 2017
  • საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს და პორტუგალიის ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

  • სეუ-ს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო მიმართულების სტუდენტებს, 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან საშუალება აქვთ ერთი სემესტრით, ან ერთი აკადემიური წლით ისწავლონ პორტუგალიაში, სანტა აპოლონიას მხარეში მდებარე ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

  • ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (IPB) გახლავთ პორტუგალიის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი 7000 სტუდენტითა და 500 ლექტორით. IPB წარმატებულია საერთაშორისო პროგრამებით და ყოველწლიურად მობილობით 900-ზე მეტ სტუდენტსა და 300-მდე ლექტორს იღებს. დღეისათვის IPB წარმოადგენს მულტიკულტურულ ინსტიტუტს, სადაც სტუდენტების 20% საერთაშორისო სტუდენტია.

  • მოთხოვნები გაცვლითი პროგრამის მონაწილეების მიმართ:

      ✔ მაღალი აკადემიური მოსწრება (მინიმუმ 71 ქულა);
      ✔ ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (შეიძლება დადასტურდეს საერთაშორისო სერტიფიკატით - TOEFL,  IELTS და ........ სხვა ან საუნივერსიტეტო ტესტირებით).

  • გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე. პრიორიტეტი მიენიჭება სტუდენტებს რომლებიც მიმდინარე სემესტრის სასწავლო კურსები ან მათი ნაწილი გაიარეს ინგლისურად/ინგლისურენოვანი ლიტერატურით.

  • სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/2wDIztD

  • დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:

      577 02 77 07;

      [email protected];

Message body empty