სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ღია კარის დღე და სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია

19 აგვისტო, 2017

24 აგვისტოს, ხუთშაბათს 18:00 საათზე

ღია კარის დღე SEU-ში, სამაგისტრო პროგრამებზე სწავლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

  • ნახე შენი მომავალი უნივერსიტეტი;
  • გაიგე მეტი SEU-ს სამაგისტრო პროგრამების უპირატესობის შესახებ;
  • გაიგე მეტი პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობების და გამოცდების ფორმატის შესახებ;
  • გაიცანი შენი მომავალი პროფესურა;
  • გაეცანი უნივერსიტეტის მიერ შენი სწავლის დაფინანსების პირობებს.


უნივერსიტეტი სეუ 2017 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

ღია კარის დღის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პრეზენტაციას უნივერსიტეტის შესახებ, გაესაუბრონ მაგისტრატურის პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ხელმძღვანელ პროფესურას, გაეცნონ SEU-ს სამაგისტრო პროგრამის და SEU-ს სტუდენტური ცხოვრების უპირატესობებს და გაიგონ ყველა ის პირობა, რომელსაც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ექსკლუზიურად სთავაზობს მაგისტრანტობის კანდიდატებს.

2017 წელს, მხოლოდ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ყველა სტუდენტს სთავაზობს საუნივერსიტეტო დაფინანსების უნიკალურ სისტემას, რომელიც სტუდენტის აკადემიურ წარმატებაზეა დაფუძნებული.


საბუთები მიიღება 2017 წლის 21 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით.

 

საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდები - ტესტირება/გასაუბრება სპეციალობასა და ინგლისურ ენაში გაიმართება ორ ნაკადად:

  • პირველი ნაკადი - 2017 წლის 4 – 6 სექტემბერი - მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებმაც უნივერსიტეტში საბუთები წარმოადგინეს არაუგვიანეს 2017 წლის პირველი სექტემბრისა;
  • მეორე ნაკადი - 2017 წლის 2-4 ოქტომბერი - დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებმაც უნივერსიტეტში საბუთები წარმოადგინეს არაუგვიანეს 2017 წლის 22 სექტემბრისა;


გახდი საუკეთესო უნივერსიტეტის საუკეთესო მაგისტრანტი.

Message body empty