სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს საზაფხულო სკოლა

13 ივლისი, 2017
  • SEU-ს საზაფხულო სკოლა

  • კიბერდანაშაული, კიბერუსაფრთხოება - კანონმდებლობა , პრაქტიკა , საერთაშორისო გამოცდილება.

  • 27-30 ივლისი 2017 წ.

  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ორგანიზებით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტარდება საზაფხულო სკოლა კიბერდანაშაულსა და კიბერუსაფრთხოების სამართალში.

  • საზაფხულო სკოლა ჩატარდება გრიგოლეთში, სასტუმრო "ანდამატში".

  • კიბერდანაშაული და მასთან ბრძოლა თანამედროვეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. კიბერუსაფრთხოების საკითხები აქტუალურია, როგორც ქვეყნის თავდაცვის ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი ინტერესების ფარგლებში.

  • საზაფხულო სკოლის ფარგლებში ტრენინგებს წარუძღვებიან საერთაშორისო სამართლის , სისხლის სამართლისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტ-სპეციალისტები და პრაქტიკოსები.

  • კურსის მოსმენის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.

  • საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია კიბერდანაშაულისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს. პრიორიტეტი მიენიჭება სამართლის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.

  • საზაფხულო სკოლა  SEU-ს სტუდენტებისთვის არის უფასო და მონაწილეთა შერჩევა მოხდება აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

  • პროგრამის ღირებულებაში შედის:

  ✔ ტრანსფერი - თბილისი-გრიგოლეთი-თბილისი
  ✔ განთავსება სასტუმროში
  ✔ 3- ჯერადი კვება
  ✔ საზაფხულო სკოლის ფარგლებში ინტერაქციული მეცადინეობები
  ✔ კულტურული პროგრამა

  • რეგისტრაციის ბმული: http://bit.ly/2tK2TcI 
    მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 17 ივლისის ჩათვლით;

  • პროექტის მხარდამჭერია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სასტუმრო "ანდამატი", საინფორმაციო სააგენტო " MediaMall.ge"
Message body empty