სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ბიზნეს იდეების კონკურსი SEU-ში

18 თებერვალი, 2016

ბიზნეს გეგმების კონკურსი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ატარებს ბიზნეს გეგმების კონკურსს სტუდენტების საინიციატივო ჯგუფებში

კონკურსის ეტაპები:

  1. პირველ ეტაპზე ხდება საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება და ჯგუფის მიერ დამოუკიდებლად ბიზნეს იდეის (ზოგადი ხედვის) შემუშავება
  2. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი წინადადებების ავტორებსჩაუტარდებათ ტრენინგი ბიზნეს-გეგმის შედგენაში და კონკურსის მეორე ეტაპის ფარგლებში, მენტორობის დახმარებით ჯგუფი ვალდებული იქნება წინადადება დასრულებულ ბიზნეს-გეგმად აქციოს
  3. ბიზნეს-გეგმების კონკურსის დასრულება და გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება პოტენციური ინვესტორებისგან შექმნილი კომისიის წინაშე ბიზნეს პროექტის პრეზენტაციით, რის შედეგად გამოვლინდება კონკურსის 3 გამარჯვებული გუნდი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უნივერსიტეტ SEU-ს სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.

გუნდის წევრების რაოდენობა არ არის შეზღუდული

კონკურსის ვადები:

ბიზნეს იდეის და გუნდის რეგისტრაცია – 2016 წლის 1 აპრილამდე

გუნდის მიერ ბიზნეს-გეგმის შემუშავება და წარმოდგენა – 2016 წლის პირველ ივნისამდე

კონკურსის მეორე ეტაპზე გასული ყველა გუნდს გადაეცემა მონაწილის სერტიფიკატი

SEU უზრუნველყოფს კონკურსის გამარჯვებულ გუნდების ინვესტორებთან დაკავშირებას, პროექტის დაფინანსებისთვის აუცილებელი სახსრების მოძიების მიზნით და მათი იდეის რეალურ ბიზნესად გადაქცევის ხელშეწყობას.

ბიზნეს-იდეათა კონკურსის სააპლიკაციო ფორმა

Message body empty