სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტაჟირება სეუ-ს ხარისხის სამსახურში

22 მაისი, 2017
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს 3 თვიანი სტაჟირების პროგრამას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში.

  • სტაჟირების პროცესში სტუდენტები:

  ✔ ჩაერთვებიან სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში;
  ✔ მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის პროგრამების შეფასებისა და განვითარების პროცესში;
  ✔ იმუშავებენ სტუდენტთა მობილობის პროცესის ორგანიზებაში;
  ✔ გაეცნობიან უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და უნივერსიტეტის განვითარების
     სპეციფიკას.

  • სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ნებისმიერი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.
  • სტუდენტების შერჩევა მოხდება მათი სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების შედეგად.
  • დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2017 წლის 24 მაისამდე სამოტივაციო წერილი და ფოტოსურათი გამოაგზავნეთ მისამართზე [email protected]
Message body empty