English
EN GE

04 თებერვალი 2019

SEU ISSC 2019

2019 წლის 3 თებერვალს სეუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია SEU ISSC 2019 გაიმართა.

კონფერენციაში სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 120 სტუდენტამდე იღებდა მონაწილეობას.
-
სტუდენტებმა სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს ეკონომიკისა და ბიზნესის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის, სამართლის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით.
-
სარედაქციო კომისიის მიერ დასახელდა საუკეთესო კვლევის, პრეზენტაციისა და ნაშრომის ავტორები, რომლებსაც უნივერსიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, გარდა ამისა კონფერენციაში მონაწილე თითოეულ სტუდენტს, ნაშრომთა კრებულებთან ერთად სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
-
უნივერსიტეტის სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია ყოველსემესტრულად იმართება. #SEUISSC2019