English
EN GE

24 დეკემბერი 2018

სტაჟირების პროგრამა ThroughTheNews-ში

თუ გსურთ დაიწყოთ კარიერა მედიაში, გაქვთ მიმდინარე მწვავე და აქტუალურ სოციალურ თემებზე მუშაობის სურვილი, ამავდროულად გაქვთ ანალიტიკური აზროვნებისა და გამორჩეული წერის სტილი, ThroughTheNews-ში სტაჟირების პროგრამა სწორედ თქვენთვისაა!
-
ThroughTheNews -ის წარმომადგენლებთან შეხვედრა სეუ-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. 
შეხვედრაზე სპიკერები გაგაცნობენ კომპანიას და მისი მუშაობის პრინციპებს, მათ შორის სამუშაო გრაფიკს და სხვ.

სტაჟირების პროგრამის უპირატესობებია:

  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • წერის ახალი და განსხვავებული მეთოდები;
  • სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტით მუშაობა - ინტერაქტიული რუკები, ქუიზები, ინფოგრაფიკები, საინტერესო კონტენტის შესაქმნელად;
  • სერტიფიცირებული ტრეინინგები და ვორკშოპები;
  • საერთაშორისო კონტაქტები;
  • რეკომენდაციები;


და რაც მთავარია, თქვენ მიერ შექმნილი მედია პროდუქტი, განთავსდება ThroughTheNews მედია პლატფორმაზე. 

გელოდებით ოთხშაბათს, 26 დეკემბერს, 17:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #713).