English
EN GE

01 დეკემბერი 2018

საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2018

“საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ”-ს ორგანიზებით, 8-9 დეკემბერს საირმეში სეუ-ს სტუდენტებისთვის „საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2018“ გაიმართება.
-
პროექტი მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მეშვეობით სტუდენტების ჩართულობის გაზრდას საზოგადოებრივ პროცესებში და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს სტუდენტების, როგორც პროფესიული, ასევე ინტელექტუალური უნარ-ჩვევების განვითარებას.
-
პროექტი „საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2018“ დაკომპლექტდება 20 მონაწილე - სტუდენტით, რომლებიც 4 იმიტირებულ სამუშაო კომიტეტში გადანაწილდებიან. (თითოეული კომიტეტი წარმოდგენილი იქნება 5 წევრით).
-

კომიტეტები:

  • იურიდიული კომიტეტი;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი.
    -

თითოეული კომიტეტი, შეიმუშავებს და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, მიმდინარე და აქტუალურ საკითხებზე. გაიმართება ღია დისკუსია . სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს საუკეთესო მონაწილეებს, ხოლო საუკეთესო საკანონდებლო წინადადება მონაწილეთა მიერ ხმის მიცემით გამოვლინდება.
-

პროგრამაში შედის:

  • ტრანსფერი: თბილისი-საირმე-თბილისი;
  • განთავსება სასტუმროში;
  • 3- ჯერადი კვება;
  • საკომიტეტო მუშაობა;-


„საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2018“ გაიმართება კურორტ საირმეში, სასტუმრო Sairme Hotels & Resorts / კურორტი საირმე - ში.
-
პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს.
-
პროექტის მონაწილეების მომზადებაში ჩართული იქნებიან საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები.
-
პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებული გუნდი მიიღებს სამახსოვრო ჯილდოს საქართველოს პარლამენტის აპარატისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-სგან.
-
პროექტში მონაწილეობა სრულად არის დაფინანსებული SEU-ს მიერ.

-

სტუდენტები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის, გასაუბრებისა და აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით.
-
რეგისტრაციის ბმული:http://bit.ly/2FRg858 
-
მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 3 დეკემბრის 18:00 საათამდე.
-
პროექტის მხარდამჭერია: საქართველოს პარლამენტის აპარატი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.