სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და სეუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

22 ნოემბერი, 2018

21 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ Georgian National University SEU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობა ხელისმოწერით ერთის მხრივ პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ, მეორეს მხრივ კი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ს რექტორმა გია კავთელიშვილმა დაადასტურა.

გივი მიქანაძე: „სეუ-ს ზრდა და მიღწევები თვალსაჩინოა არა მხოლოდ ადგილობრივ არამედ საერთაშორისო დონეზეც, ის მოწინავეა ინფრასტრუქტურული განვითარებითაც, რაშიც მათი მხრიდან დიდი ძალისხმევაა ჩადებული და მიზანმიმართულია მაღალი ხარისხისა და სტანდარტების საგანმანათლებლო სივრცის შეთავაზებისკენ. პროგრესულ უნივერსიტეტებს განათლების ხარისხის ამაღლებაში ძალიან დიდი როლი აქვთ.

მისასალმებელია სეუ-ს მხრიდან განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობა, რასაც მხარს ვუჭერთ გაფორმებული მემორანდომით, რომლის მიზანი, სეუ-ს ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის პროფესიული მომზადების ხელშეწყობაა, რაც მათ დაეხმარებათ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეონ, ასევე შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები და ჩამოყალიბდნენ კვალიფიციურ კადრებად“

ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პარლამენტის განახლებული სხდომათა დარბაზი და სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს. ასევე, გაეცნენ იმ პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც პარლამენტის მიერ ხორციელდება.

Message body empty