რიგგარეშე მობილობა სეუ-ში
19 ნოემბერი, 2018
ინფორმაცია სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების შესახებ
შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს მიმდინარე წლის 20, 21, 22 და 26 ნოემბრის 10:00-იდან 18:00 საათამდე;
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი (ბაკალავრიატის საფეხურზე გადმოსვლის შემთხვევაში);
- ბაკალავრის დიპლომის ასლი (მაგისტრატურის საფეხურზე გადმოსვლის შემთხვევაში);
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
- სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები;
- წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათი 3X4 (CD).