სეუ განათლების ხარისხის ამაღლებაზეა ორიენტირებული, ამიტომ მუდმივად ზრუნავს ახალი აკადემიური და მოწვეული პერსონალის მოზიდვაზე.-
მიმდინარე სემესტრში სეუ-ს აკადემიურ კორპუსს 40-მდე ახალი ლექტორი დაემატა.
-
5 ოქტომბერს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ახალი მოწვეული და აკადემიური პერსონალი, პროგრამის ხელმძღვანელები და ადმინისტრაციის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები. შეხვედრა, როგორც საინფორმაციო ასევე გაცნობით ხასიათას ატარებდა.