სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პროექტი "მედიალაბორატორია" ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის

19 ოქტომბერი, 2018

სეუ კლიპარტთან თანამშრომლობით ჟურნალისტიკის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, გთავაზობთ ჩაერთოთ კლიპარტის სამთვიან პროექტ „მედიალაბორატორიაში“, რომლის მიზანი ქართულ მედიასივრცეში კვალიფიციური კადრების გენერირება და თანამედროვე მედიასტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობაა.

შერჩეული კანდიდატების "მედიალაბორატორიაში" სტაჟირების გავლა უფასოდ შეეძლებათ.

სტუდენტებს „მედიალაბორატორიაში“ კოორდინაციას გაუწევს „კლიპარტის“ საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.-

გარდა პრაქტიკული მუშაობისა, კვირაში ერთხელ პროექტში ჩაერთვებიან წარმატებული ტელეჟურნალისტები და მედიის სპეციალისტები.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება მონაცემთა ბაზა, რომელზეც ნებისმიერ მედიასაშუალებას ექნება წვდომა, სასურველი კადრის შესარჩევად შემდგომი დასაქმებისათვის.

პროექტის დასრულების შემდეგ „მედიალაბორატორიის“ საგაზაფხულო სეზონი დაიწყება. „მედიალაბორატორიას“ პერმანენტული ხასიათი ექნება და პროექტი წელიწადში ორჯერ განხორციელდება.

დასარეგისტრირებლად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/2Pcddas

მედიალაბორატორიის გესტსპიკერები და თემები

Message body empty