სეუ-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი და კარიერის განვითარების ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია HERA XXI-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს გთავაზობთ 2 კვირიან უფასო სასწავლოს კურსს.
სასწავლო პროგრამა მორგებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებზე და მოიცავს შემდეგ თემებს:
კურსის მიზანია, მომავალი ჟურნალისტები დაეუფლონ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებების შესახებ ცოდნას. გამოიმუშავონ ამ და სხვა მგრძნობიარე საკითხებისადმი ადექვატური მიდგომები, შეძლონ მთავარი აქცენტების აღმოჩენა და შეისწავლონ ამბის აუდიტორიამდე სწორად მიტანის ტექნიკა და ხერხები.
სასწავლო კურსი დაიწყება 17 ოქტომბრიდან და შედგება ოთხი თემატური სესიისგან. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სეუ-ს, ისე სხვა უნივერსიტეტებისსტუდენტებს. კურსი რეკომენდებულია ჟურნალისტიკის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის.
სესიებს გაუძღვება მოწვეული ტრენერი, ჟურნალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ვიკა ბუკია.-
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი