სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

დაიწყო მაგისტრანტობის კანდიდატების საბუთების დამატებითი მიღება

03 ოქტომბერი, 2018

დაიწყო მაგისტრანტობის კანდიდატების საბუთების დამატებითი მიღება დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:-

სამართლის სამაგისტრო პროგრამა (C ტიპის ტესტი)

ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა (B ტიპის ტესტი)

საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამა (B ტიპის ტესტი)

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (A ტიპის ტესტი)

სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა (A ტიპის ტესტი)
-

საბუთების წარმოდგენის ვადები:

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (ადმინისტრაციული რეგისტრაცია)   წარმოებს 02 ოქტომბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
-

წარმოსადგენი საბუთების ჩამონათვალი:

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

  • უმაღლესი განათლების საბაკალავრო საფეხურის დამადასტურებელი ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ან დიპლომის ასლი;

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი;

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები - შესაბამისი ტიპის ტესტის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • ენობრივი კომპეტენციის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სურვილისამებრ);

  • სამხედრო მიწერის მოწმობა - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის;

  • ფოტოსურათი 3x4 და CD.

 

საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების ფორმატი:

საუნივერსიტეტო სამაგისტრო მისაღები  გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად:

1.გამოცდა უცხო ენაში

2.გამოცდა სპეციალობაში 

თითოეულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

უცხო ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ უცხო ენის B2 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს.

 

საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების შედეგად სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ უნივერსიტეტის მიერ თითოეულ პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისი, უმაღლესი შეფასების აპლიკანტები.

 

მაგისტრატურაში მისაღები კონკურსის  გამოცდების გრაფიკი:

2018 წლის 03 ოქტომბერი 11:00 საატიდან - ტესტირება უცხო ენაში (ყველა მაგისტრანტობის კანდიდატისთვის, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი).

უცხო ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 03 ოქტომბერს  14:00 საათზე.

მაგისტრანტობის კანდიდატი, რომლებიც ვერ გადალახევენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს (15 ქულა) უცხო ენის ტესტირებაში, არ დაიშვებიან სპეციალობის გამოცდაზე.

სპეციალობაში გამოცდების განრიგი:

  • გასაუბრება სპეციალობებში ჩატარდება 2018 წლის 03 ოქტომბერს 15 საათიდან;

მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს გამოცდაზე სამაგისტრო საგამოცდო განრიგში მითითებულ დღესა და საათზე.

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება 03 ოქტომბერს  19:00 საათზე.

Message body empty