საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში.
-
შეხვედრაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი ჭეხანმა, ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ - ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა და სასწავლო ცენტრის დირექტორმა - ქეთევან თურაზაშვილმა უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გააცნეს - ადვოკატთა საკვალიფიკაცო გამოცდების განახლებული პროგრამა და უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან მუშაობის გეგმა, გამოთქმული იყო თანამშრომლობის ფორმების შესახებ მოსაზრებები.
-
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობისათვის , ასევე წარმოადგინა კონკრეტული წინადადებები, როგორც სასწავლო პროგრამების შეთავაზების ისე ადვოკატთა ინტერესების მიხედვით საჯარო ლექციების , სემინარების, ტრენინგების ორგანიზების სახით.