სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების განრიგი

10 სექტემბერი, 2018

მაგისტრატურაში მისაღები კონკურსის პირველი ეტაპის გამოცდების გრაფიკი

2018 წლის 12 სექტემბერი - ტესტირება უცხო ენაში (ყველა მაგისტრანტობის კანდიდატისთვის, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი)

უცხო ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 12 სექტემბერს, 19:00 საათზე.

მაგისტრანტობის კანდიდატი, რომლებიც ვერ გადალახევენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს (20 ქულა) უცხო ენის ტესტირებაში, არ დაიშვებიან სპეციალობის გამოცდაზე.

სპეციალობაში გამოცდების განრიგი

  • გასაუბრება სპეციალობაში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩატარდება 2018 წლის 13 სექტემბერს და 15 სექტემბერს
  • გასაუბრება სპეციალობაში სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩატარდება 2018 წლის 13-14 სექტემბერს
  • გასაუბრება სპეციალობაში განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩატარდება 2018 წლის 13-14 სექტემბერს
  • გასაუბრება სპეციალობაში ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამაზე ჩატარდება 2018 წლის 15 სექტემბერს
  • ტესტირება საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამაზე ჩატარდება 2018 წლის 15 სექტემბერს.

 

მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს გამოცდაზე სამაგისტრო საგამოცდო განრიგში მითითებულ დღესა და საათზე.

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების პირველი ეტაპის შედეგები გამოქვეყნდება 17 სექტემბერს, 15:00 საათზე

 

მაგისტრატურის მისაღები ადგილები სპეციალობების მიხედვით

  • ადამიანური რესურსების მართვა - 97 ადგილი
  • განათლების ადმინისტრირება - 97 ადგილი
  • საბანკო საქმე - 147 ადგილი
  • სამართალი 157 ადგილი
  • სოციალური ფსიქოლოგია - 97 ადგილი

შენიშვნა: სამაგისტრო გამოცდების ჩატარების სახელმწიფო წესის შესაბამისად, მაგისტრატურაში მისაღები ადგილები გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობარში აისახება 2018 წლის 15 სექტემბრისთვის

 

მაგისტრატურაში მისაღები კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისი მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც დაძლევენ მისაღები გამოცდის ბარიერს სპეციალობასა და უცხო ენაში

 

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებსაც არ შემოუტანიათ განაცხადი უნივერსიტეტში ან ვერ გადალახავენ რომელიმე გამოცდისთვის დადგენილ კომპეტენციის ბარიერს, უფლებამოსილი არიან ხელახალი განაცხადით მიმართონ უნივერსიტეტს 2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით. სამაგისტრო მისაღები გამოცდების მეორე ეტაპის შედეგებით მაგისტრანტობის კანდიდატების ჩარიცხვა შესაძლებელია პირველი ეტაპის შედეგებით ჩარიცხვების შემდეგ დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე.

 

სამაგისტრო საგამოცდო განრიგი

ტესტირება უცხო ენაში

გასაუბრება სოციალური ფსიქოლოგიის პროგრამაზე

გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის პროგრამაზე

გასაუბრება სამართლის პროგრამაზე

გასაუბრება განათლების ადმინისტრირების პროგრამაზე

ტესტირება საბანკო საქმის პროგრამაზე

 

Message body empty