სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ონლაინ დასაქმების ფორუმი

05 მაისი, 2018
პირველად საქართველოში დასაქმების ყველაზე დიდი პორტალი HR.ge ორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს “ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018” აღმოსავლეთ (თბილისი) და დასავლეთ (ბათუმი) საქართველოში. აღნიშნული ღონისძიება აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს მთლიანი ღონისძიების მანძილზე საბოლოო ღონისძიების ჩატარებამდე, ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში. 

 სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შეაბამისად და:
  •  შეავსონ CV ონლაინ
  •  ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები
  •  გამოეხმაურონ ონლაინ - გააგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე
  •  მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი. 

 რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე - https://www.hr.ge/jobfairtbilisi

 ონლაინ დასაქმების ფორუმი აღმოსავლეთ საქართველო: 1 მაისი - 8 ივნისი. 
 ღონისძიება: თბილისი - 8 ივნისი, თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე.

ონლაინ დასაქმების ფორუმი დასავლეთ საქართველო: 1 - 18 მაისი.
ღონისძიება: ბათუმი - 18 მაისი, რუსთაველის გამზირი N40ჰილტონი11:00 დან 17:00 სთ-მდე.

შეგახსენებთ, რომ „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ არის წამყვანი დასაქმების სააგენტო საქართველოში, ხოლო მისი საიტი (www.hr.ge) და უკვე საიტების ერთიანი სივრცე (www.cv.ge ,www.doctor.ge , www.course.gewww.chefs.gewww.career.ge , www.Bankers.ge), სადაც განთავსებულია ყველაზე მეტი ვაკანსია ინტერნეტ სივრცეში - ყველაზე მაღალი მაჩვენებლი საქართველოში დასაქმების პორტალებს შორის. კომპანია შეიქმნა 2006 წელს და ის უკვე მრავალი წელია ეხმარება როგორც კომპანიებს ვაკანტური პოზიციის შევსებაში, ასევე სამსახურის მაძიებელთ სასურველი ვაკანსიის მოძიებასა და დასაქმებაში.

 032 2 193333 (130). სამუშაო საათები 09:30 - 18:30.
Message body empty