სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

19 აპრილი, 2018

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს აკადემიურ კონკურსებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობებზე შემდეგი მიმართულებებით:

 

საბაკალავრო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • მენეჯმენტი
  • ფინანსები
  • ტურიზმი
  • ჟურნალისტიკა
  • ფსიქოლოგია
  • საერთაშორისო ურთიერთობები

 -

სამაგისტრო პროგრამები:

  • საბანკო საქმე
  • სოციალური ფსიქოლოგია
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • განათლების ადმინისტრირება

 -

სამუშაო გრაფიკი: არასრული, დასაქმებულთან შეთანხმებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით. ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე, კომპეტენციაზე, ხედვასა და პროგრამის განვითარებაში ჩართულობის მოტივაციაზე.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:        

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს პროფესურას, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის ადმინისტრირებითა და მენეჯმენტით დაინტერესებულ სხვა პირებს.

 -

სამუშაო აღწერილობა:

  • პროგრამის სტრუქტურის ჩამოყალიბება და მისი კონცეფციის განვითარება;
  • პროგრამის სტრუქტურისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობის განსაზღვრა
  • ახალი აკადემიური პერსონალის მოზიდვა; ასევე, არსებული პერსონალის შეფასებასა და განვითარებაში მონაწილეობის მიღება
  • სასწავლო კურსების სილაბუსების მონიტორინგი და მათი ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა/კორექტირება და პერიოდული განახლება
  • სტუდენტების მიღწევების გასაუმჯობესებლად ეფექტური სასწავლო პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება/კონსულტაციის გაწევა
  • სტუდენტების კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობებში ჩართულობის უზრუნველყოფა
  • პრაქტიკისა და საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელთა შერჩევა და ნაშრომების დაცვის პროცესის კოორდინირება
  • სტუდენტებსა და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
  • ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილეობა
  • გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდული ანგარიშის წარდგენა დეკანისთვის წერილობითი ფორმით
  • აკადემიურ პერსონალთან კომუნიკაცია და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა  ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებებში.
  • პროგრამის შეფასებისა და განვითარების დოკუმენტების (თვითშეფასების ანგარიში, პროგრამის/მიმართულების განვითარების გეგმა და სხვა) შემუშავებაში მონაწილეობა.

 -

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არანაკლებ მაგისტრის ხარისხი შესაბამისი მიმართულებით (დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად).
  • თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის ცოდნა. უმაღლესი განათლების ადმინისტრირებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • პროგრამის კონცეპტუალური ხედვა, პროგრამის სტრუქტურის, მიზნებისა და განვითარების შესახებ დასაბუთებული აზრის წარმოდგენა
  • სასწავლოს კურსების ლოგიკური წყობის ხედვა
  • საგანმანათლებლო და შრომით ბაზარზე არსებული თანამედროვე გამოწვევების ცოდნა
  • პროგრამის ძირითადი სასწავლო კურსების შემუშავების, წაკითხვის, ხელმძღვანელობის გამოცდილება.
  • აქტუალური პედაგოგიური და კვლევითი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 -

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები
  • გადაწყვეტილების მიღებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კონფლიქტების მართვის უნარები
  • მოლაპარაკების წარმოების უნარ-ჩვევები.

 -

წარმოსადგენი დოკუმეტაცია:

  • ავტობიოგრაფია (CV) ორი რეკომენდატორის მითითებით;
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც დეტალურად  იქნება აღწერილი პროგრამის განვითარების ძირითადი მიმართულებები.

 -

საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით: [email protected] სათაურის ველში შესაბამისი საკონკურსო თანამდებობისა და პროგრამის მითითებით.

საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის პირველი მაისი.

 

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ იხილეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს ვებგვერდზე www.seu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის: ტელ: 032 2 90 00 00 მობ: 599 37 37 14

Message body empty