სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გაცვლითი სემესტრი და სტაჟირება გერმანიაში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

06 თებერვალი, 2017

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში სწავლისა და სტაჟირების პროგრამებს.

SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ერთი სასწავლო სემესტრი ქალაქ კიოლნის უნივერსიტეტში, ინგლისურ ან გერმანულ ენებზე, ასევე, გაიარონ სტაჟირება ქალაქ ბრემენის პროკურატურაში, სასამართლოსა და ადვოკატურაში (მხოლოდ გერმანულ ენაზე).

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა უფასოა.

მონაწილე სტუდენტები შეირჩევა ერთობლივად, პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ, აკადემიური მოსწრების და ენის ცოდნის დონის გათვალისწინებით.

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაციის ფორმა

Message body empty