სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ესეების კონკურსი

08 მაისი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (წინანდლის 17) 12:00

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტური კლუბი  „SEU Creative Group“ აცხადებს „ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის“ თემაზე:

,,დემოკრატია - მოწესრიგებული გზა ქაოსისაკენ".

 

კონკურსის პირობები:

 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სეუ-ს ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტს, რომელიც 3 მაისიდან   24 მაისის  ჩათვლით „SEU Creative Group“-ს წარუდგენს თავის ნამუშევარს. ესეები განიხილება დედლაინის გასვლიდან 10 დღის ვადაში, რის შემდეგაც სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს საუკეთესოს და გადასცემს შესაბამის პრიზებს.

 

ნაშრომის კრიტერიუმები:

  • ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში, ქართულ ენაზე
  • შრიფტი: Sylfaen
  • შრიფტის ზომა: 12
  • ინტერვალი: 1,15
  • ესეს მოცულობა: 200 -დან 500 სიტყვამდე
  • ტექსტის ბოლოს მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, კურსი და სპეციალობა
  • კონკურსის მონაწილეს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი

 

ესეები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

შეტყობინების სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ „ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის“

პლაგიატის დადგენის შემთხვევაში ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან.

 

ჟიური:

ესეებს შეაფასებს სეუ-ს პროფესორებისგან შემდგარი კომისია.

 

შეფასების კრიტერიუმები:

  • თემასთან შესაბამისობა და საკითხის სიღრმისეული გააზრება
  • ლოგიკური მსჯელობა
  • ანალიზი და არგუმენტირება
  • ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი)
  • წერის კულტურა
  • ნაშრომის ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა.

 

საკონკურსო ადგილები და პრიზები

I , II და III ადგილის მფლობელებს დააჯილდოვებს:

  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
  • National Geographic საქართველო
  • Royal English Centre+
  • კოკონი. Cocon
  • Elloma

 

კონკურსი ტარდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მხარდაჭერით.

-

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

-

595 21 12 90

555 29 97 29.

Message body empty